
ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მხარდაჭერა წითელი ხაზია.
“კანონის არსი და კანონის მიზანი მოცემული კონტექსტით ნიშნავს იმას, რომ ამერიკამ რომ საფრთხე დაინახა, ან რუსეთმა რომ საფრთხე დაინახა დასავლეთში, იგივე საფრთხე დაუნახია თურმე “ქართულ ოცნებას” ევროპაში ინტეგრაციის ნაცვლად, დასავლურ ცივილიზაციაში, ჩვენ დასავლელ პარტნიორებში, ამერიკა თურმე სტრატეგიული პარტნიორი კი არ ყოფილა, ვისაც ეხმარება და აფინასებს, ყოფილა ამერიკის გავლენის აგენტი. როცა ამერიკიდან დახმარებამიღებულს აგენტს ეძახი, ეს ხომ რუსი პოზიციაა.
ამ კანონზე ხმის მიცემა არის წითელი ხაზი, მხარი არ უნდა დაუჭირონ ამ კანონს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს