
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ინტერპრეტაციას ცდილობს სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფრის უკან თითქოს ლობისტური კომპანიები იდგნენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლობისტური კომპანიის საქმიანობა დასავლეთში მიღებულია.
“რასაც აქ შავი ფულით აკეთებენ, იქ დეკლარირებულია და ყველა მიზანი დეტალებშია აღწერილი. საქართველოს ხელისუფლება ინტერპრეტაციას ცდილობს სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფრის უკან თითქოს ლობისტური კომპანიები იდგნენ. თურმე, 600 ევროპარლამენტარი იყიდეს. თურმე, “ალდესა“ და „ევროპის ხალხის პარტიის“ რეზოლუციებში, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში ფული ყოფილა გადახდილი. სააკაშვილი კარგად არის და ვერ ვხედავთ? ამ პროპაგანდის არსი რა არის? 600 ევროპარლამენტარი იყიდეს, ამას ვამბობთ? – კობახიძე ყოველ დღე იძახის, ევროპარლამენტარები ნაყიდი არიანო, ეს სისულელეა და ესაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ტვინის გამორეცხვა. რატომ? – იმიტომ, რომ რუსეთი კარგია და ბოროტია ევროპა. ეს რას გვაძლევს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს