Logo

პაატა მანჯგალაძე – არ მაინტერესებს ვინ რა თქვა, მაინტერესებს, რეკომენდაციებს როგორ ვასრულებთ

პოლიტიკა
923
Frontnews image description

სისულელე და ბოდვაა, დადასტურდა, რომ ასე არ არის. ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ არ შეხვედრია ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც ოპოზიციიდან ამას იტყოდა. არ ვიცი, გამყრელიძეს ისეთი რა აქტივობა აქვს, რომ მის განცხადებებზე კომენტარები ვაკეთოთ?, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

პაატა მანჯგალაძის თქმით, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ დასჭირდა მორიგი კამპანია, თითქოს თავად ევროპელია და ვიღაც ხელს უშლის.

 

“ცხრა რეკომენდაცია შევასრულოთ. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა. მაინტერესებს, რეკომენდაციებს როგორ ვასრულებთ. მიზანმიმართულად ამოწეული საკითხია, რომ სისულელეზე თავი მამართლებინოთ. სისულელეზე თავის მართლებას არ ვაპირებ. ეს ეტაპი გავიარეთ, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აქვს. ახლა რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ, ამაზე დავხარჯოთ დრო და რესურსი. მამუკა გამყრელიძემ რა იცის, ბრიუსელში იყო? ჩვენ ყველგან ვამბობდით, რომ ქვეყანას სტატუსი სჭირდებოდა, რათა რუსეთს არ ჩაეთვალა, რომ დასავლეთმა საქართველო რუსეთს დაუთმო. ბრიუსელში ვსაუბრობდით, საქართველოს სტატუსი როგორ მიეღო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

“ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, რომ “ვიღაც-ვიღაცები ბრიუსელში დადიოდნენ და იძახდნენ, არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო“.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები