Logo

პაატა მანჯგალაძე – ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან გარდა რუსებისა და “ქართული ოცნებისა”

პოლიტიკა
868
Frontnews image description

ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან გარდა რუსებისა და “ქართული ოცნებისა”. უფრო კარგი თანამშრომლობის პლატფორმა შეიქმნება არჩევნების შემდეგ იმ მანდატით და პირობებით, როგორც ხალხი გადაწყვეტს, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქის დაკვეთაა, რომ მისი საჭიროებები გახდეს დღის წესრიგის ნომერ პირველი საკითხი.

 

“არსად წასულა გიორგი ვაშაძის, ლევან ხაბეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომ ჩვენ ერთიანობისკენ ვართ მოწოდებული. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაში ჩვენს პარტნიორებზე, თუ აირჩევენ პარტნიორობის გზას, მზად ვართ, შევხვდეთ. თუ აირჩევენ კონკურენციის გზას, მზად ვართ, შევხვდეთ. ეს იმიტომ უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველოს მოქალაქის დაკვეთაა, მისი საკითხი გახდეს დღის წესრიგის N1, ამიტომ ჩვენ ყველას ვაიძულებთ, რომ ამ პოლიტიკურ დისკუსიაში ჩავითრიოთ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც და თქვენ ნახავთ, ერთი  თვის შემდეგ ყველა ისაუბრებს საწვავის ფასზე, მაღალ ფასებზე, გლეხის გასაჭირზე, მოქალაქის ტკივილზე და ასე შემდეგ.

 

ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან გარდა რუსებისა და “ქართული ოცნებისა”. უფრო კარგი თანამშრომლობის პლატფორმა შეიქმნება არჩევნების შემდეგ იმ მანდატით და პირობებით, როგორც ხალხი გადაწყვეტს. თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ ამ და სხვა პარტიებმა 5%-ზე მეტი მიიღონ, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა თანამშრომლობა მოგვიწევს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები