
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრის პაატა მანჯგალაძის შეფასებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ისტორიული შანსია, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას ევროპაში ინტეგრაცია არ უნდა.
“ნაცვლად იმისა, რომ ორიენტირებულნი ვიყოთ იმაზე, რომ ევროპა არის მშვიდობის და სტაბილურობის მთავარი გარანტი, კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შანსი და შესაძლებლობა საქართველოში ყველა დაბადებული თაობისთვის. თქვენ დაკავებული ხართ რეალობის მოდელირებით, რომ მთავარი თემა იყოს ბაიდენს და შარლ მიშელს უნდათ თუ არა საქართველოში ომის დაწყება და ამაში გამოგყვეთ დისკუსიაში. მე მესმის, რომ ამას მარტივი, პრიმიტიული მიზანი აქვს – თქვენ არ გინდათ ევროპაში ინტეგრაცია იმიტომ, რომ ევროპული დემოკრატია და ოლიგარქია შეუთავსებელია ერთმანეთთან. მე მაინტერესებს კითხვებზე პასუხი და თუ ნამდვილად დაინტერესებული ხართ ინტეგრაციის პროცესით, რიტორიკა – დასავლეთი ომს გვაძალებს, რას გაძლევთ? რა დივიდენდის მომტანია ეს საქართველოსთვის? გვეხმარება ინტეგრაციაში? ყოველ დღე ამერიკის ელჩის ამოჩემება და სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკაზე თავდასხმა ვის ინტერესს შეიძლება ემსახურებოდეს? მაშინ რომელ სხვა გზას გვთავაზობთ – თუ ამერიკის და ევროპის გზა ომის და საქართველოს დანგრევის გზაა? ეს არის პრიმიტიული ნარატივი იმისა, რომ შევქმნათ მოლოდინი, გადაიფაროს მარცხი და ხალხმა ის კი არ თქვას, რომ რა ცუდია ქვეყანა ისტორიულ მარცხამდე რომ მივიდა და თქვენი პასუხისმგებლობა არ დადგეს, არამედ თქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ომს აგვაცილა და უნდა ვიზეიმოთ თურმე კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება. ამას გვთავაზობთ? ამაში უნდა გამოგყვეთ? ეს არის გზა?“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს