
ავტორი
Front News საქართველო
პაპუაშვილი ეკლესიის თემაზე სპეკულაციას თუ გააგრძელებს, მას “წმინდა იოსებ სტალინის“ ხატს ვაჩუქებ, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეკლესიას ყველა ის ადამიანი ებრძვის, ვინც ცდილობს, ეკლესია პოლიტიკური ვიწრო მიწიერი მიზნებისთვის გამოიყენოს.
“ჩვენ ვართ ეკლესიის მთავარი პატივისმცემელი ხალხი. შალვა პაპუაშვილი ეკლესიის თემაზე სპეკულაციას თუ გააგრძელებს, მას “წმინდა იოსებ სტალინის” ხატს ვაჩუქებ. ეკლესიას ყველა ის ადამიანი ებრძვის, ვინც ცდილობს, ეკლესია გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ვიწრო მიწიერი მიზნებისთვის. ეკლესია არის ზეციერი და პაპუაშვილს უნდა, ქრისტე საარჩევნო კამპანიაში ჩართოს, რაც არ გამოუვა”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “დეზინფორმაციის, მანიპულაციისა და ისტერიის ნაზავი, რომელიც საზოგადოებამ ეკლესიასა და მრევლზე თავდასხმისას იხილა, გასცდა აქამდე ნანახი შეტევების მასშტაბს და საშიშ ზღვარს მიუახლოვდა”.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს