
ავტორი
Front News საქართველო
2019 წელს ჩორჩანას გამო გიორგი გახარიას მადლობას ეუბნებოდნენ, მასზე დიდი კამპანია ჰქონდათ შექმნილი, სუპერძალოვან მინისტრს ეძახდნენ, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ თემაზე, რაზეც ადრე მადლობას უხდიდნენ გიორგი გახარიას, ახლა კამპანია მიმდინარეობს.
"2019 წელს ჩორჩანას გამო გიორგი გახარიას მადლობას ეუბნებოდნენ, მასზე დიდი კამპანია ჰქონდათ შექმნილი, სუპერძალოვან მინისტრს ეძახდნენ, ეს ხალხი მადლობებს უხდიდა გახარიას. ეს არის მონის ხვედრი, შენ არ გაქვს ფასეულობა, ემსახურები რეჟიმს, მერე ძაღლივით გაგაგდებს და ისე გაყეფებს - ამას ვხედავთ ახლა ჩვენ.
ჯერ ყეფდნენ - მაგარია გიორგი გახარიაო და ახლა აყეფებენ, რომ გახარია ცუდია", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
"გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მეორედ არის დაბარებული.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს