
ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილი ფლობს საქართველოში რამდენიმე ათეულ ორგანიზაციას, დაინტერესდა თუ არა “დამოუკიდებელი” ანტიკორუფციული ბიურო ივანიშვილის ფირმებით? – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” შექმნა საგამოძიებო უწყება ფუნქციების გარეშე და მთავრობაზე დამოკიდებული გახადა.
“ქართული ოცნება” აგრძელებს თვალთმაქცობას, ვითომ რეკომენდაციებს და 9 პირობას ასრულებს, მაშინ როდესაც პირდაპირ არის მოთხოვნილი, რომ უწყება უნდა იყოს დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან, იმიტომ, რომ კორუფცია პირდაპირ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული და ასევე, უნდა ჰქონდეს საგამოძიებო ფუნქციები. მათ შექმნეს უწყება საგამოძიებო ფუნქციების გარეშე და თან მთავრობაზე დამოკიდებული.
ბიძინა ივანიშვილი ფლობს საქართველოში რამდენიმე ათეულ ორგანიზაციას, დაინტერესდა თუ არა “დამოუკიდებელი” ანტიკორუფციული ბიურო ივანიშვილის ფირმებით?
ბიძინა ივანიშვილი, დიახაც, არის პირი, რომელიც გათანაბრებულია პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირთან. ეს სამსახური რაღაც რეპრესიულ სტრუქტურად უნდა ჩამოაყალიბონ და უნდათ გამოიყენონ ოპოზიციის დევნისთვის, მაშინ როდესაც ივანიშვილზე არ ახორციელებს არანაირ მოკვლევას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს