
ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი „ქართული ოცნებიდან“ არ წასულან და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს ახმოვანებენ.
“ისინი ახმოვანებენ “ქართულ ოცნებას“ და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს. მათი პროფილია „ქართულ ოცნებაში“ ამერიკისა და დასავლეთის ვითომ “მხილება“ ანტიქართულ საქმეებში. ეს არის 100%-ით რუსული ჰიბრიდული საინფორმაციო დივერსია, რასაც ეს ადამიანები აწარმოებენ და მე დავარქმევ ამ ჯგუფს სახელს – ესენი არიან საქართველოში რუსული საინფორმაციო დივერსიის აგენტები და წარმომადგენლები.
მაშინ, როცა აგვისტოა და სწორედ ამ პერიოდში, 14 წლის წინ რუსეთმა განახორციელა აგრესია, სამხედრო ინტერვენცია საქართველოში, ამ ჯგუფს არ გახსენებია რუსეთი, რუსეთის საწინააღმდეგო არც ერთი განცხადება აქამდე არ გაუკეთებიათ.
ჩასაფრებულები არიან და ამერიკის საელჩოს რეკომენდაციაში არ მოეწონათ სიტყვა “უნდა“ და ამბობენ, რომ ამით საქართველოს სუვერენიტეტი იზღუდება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს