
ავტორი
Front News საქართველო
ესენი რომ არ იქნებიან, გავხდებით ნატოს წევრი, გავხდებით ევროკავშირის წევრი და საქართველო იქნება ყველაზე ძლიერი, მშვიდობიანი ქვეყანა რეგიონში, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ჩვენ 26 ოქტომბერს გვაქვს ძალიან მარტივი არჩევანი. ან ვირჩევთ, რასაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს – დაპირისპირებას და გახლეჩას, ან ვირჩევთ ერთიანობას.
ჩვენ ასეთი არჩევანი გვაქვს, ერთიანობა დაყოფის წინააღმდეგ. გამხლეჩი, გამყოფი, დამაპირისპირებელი არის “ქართული ოცნება”, გამაერთიანებლები ვართ ჩვენ. ამიტომ მარტივია არჩევანი. რასაც “ოცნება” და მისი ლიდერები საუბრობენ, ესაა ზიზღისა და სიძულვილის ენა.
მათი ბნელი ფანტაზიებით, აშინებენ ხალხს, თითქოს, თუ ჩვენ ვიქნებით, უბედურება მოხდება ქვეყანაში. არადა მარტივად არის საქმე – ესენი რომ არ იქნებიან, გავხდებით ნატოს წევრი, გავხდებით ევროკავშირის წევრი და საქართველო იქნება ყველაზე ძლიერი, მშვიდობიანი ქვეყანა რეგიონში”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს