
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ქმედებებიდან გამომდინარე, ევროკავშირი და ევროსაბჭო სანქციების დაწესებას სერიოზულად განიხილავს. რუსული კანონის მიღების შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ქართული ოცნების” ქმედებებიდან გამომდინარე ევროკავშირი და ევროსაბჭო სანქციების დაწესებას სერიოზულად განიხილავს. “რუსული კანონის” მიღების შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი მდგომარეობა ძალიან გაუარესდა, “ქართული ოცნების” დამსახურებით საქართველოსთან დაკავშირებით სამწუხაროდ მოპოვებული კანდიდატი სტატუსისა და უვიზო რეჟიმის შეჩერება განიხილება.
პირდაპირ ამბობენ ამერიკელები და ევროპელები, რომ ეს კანონი ძირს უთხრის დემოკრატიასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს საქართველოში. ეს მათთვის პრობლემა არ არის, რომ “რუსული კანონის” მიღების გამო, ფაქტობრივად, საქართველოს სერიოზული სანქციები ემუქრება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 66 ხმით, ოთხის წინააღმდეგ (ხუთმა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა რეზოლუციას სახელწოდებით “დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში”.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს