
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის წევრობას ნამდვილად ჭირდება დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ დააკმაყოფილებს ვერცერთ შემთხვევაში, – ამის შესახებ Front News-ს ‘სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რა თქმა უნდა. ეს არ ნიშნავს წევრობას, ან კანდიდატობას უკვე, მაგრამ არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. პროცესის დაჩქარება განაპირობა უკრაინელი ხალხის გმირულმა ბრძოლამ, ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ მომენტუმით. ეს არ არის მარტივი გზა, გვჭირდება რეფორმები. „ქართულ ოცნებას“ თუ უნდა ევროპა, როგორც მას უთხრეს უკვე, მოუწევს „ევროპულად მოქცევა“. ის უნდა დაუბრუნდეს 19 აპრილის შეთანხმებას, შარლ მიშელის დოკუმენტს, რაც ნიშნავს სასამართლო რეფორმის, საარჩევნო რეფორმის გატარებას, სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირებას და მეტ დემოკრატიას.
ევროკავშირის წევრობას ნამდვილად ჭირდება დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ დააკმაყოფილებს ვერცერთ შემთხვევაში, ამიტომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება, რომ ეს სახელისუფლებო წყობა დაბრკოლებად არ იქცეს ისტორიულ გზაზე“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს