
ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, უნდა არსებობდეს მესამე პოლიტიკური ცენტრიც, რათა “ნაცმოძრაობა“ ვისაც არ მოსწონს, ჰქონდეს შესაძლებლობა, სხვა აირჩიოს.
“მესამე ცენტრიც უნდა არსებობდეს. „ნაცმოძრაობა“ ვისაც არ მოსწონს, სხვა აირჩიოს. მესამე ცენტრთან ჩვენ რა შუაში ვართ. “გამარჯვების კოალიციამ“, სულ მცირე, 40 პროცენტი უნდა აიღოს, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და ეს მიზანი გვაქვს. ჩვენ არავის ვაქილიკებთ. ერთიანობა გვჭირდება გაყალბების წინააღმდეგ და ევროპისკენ სვლა. დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ საერთო ენის გამონახვა არ გაგვიჭირდება.
ჩვენი მთავარი ხაზი იქნება ის, რომ სიძულვილის ენა არ იყოს, არც საზოგადოების დახლეჩა, არც დაპირისპირება. მათ ყველა გამოხტომას და ზიზღის ენას ვუპასუხებთ – თავდაჭერილობით, სიყვარულით და სიკეთით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს