
ავტორი
Front News საქართველო
გვინდა მშვიდობა, მაგრამ მშვიდობას მოიტანს არა მონობა და ქოცობა, არამედ ევროკავშირის და ნატოს წევრობა, – ამის შესახებ Front News-ს “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა, რითაც თბილისის მერიის საახალწლო სლოგანს – „თბილისი მშვიდობის ქალაქი“ გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებული მშვიდობის არავის სჯერა.
“უხერხულია თბილისის მერიისგან მშვიდობის ქალაქზე საუბარი, ჯერ „სიცოცხლის ქალაქი“ იყო და მკვლელი შადრევანი გააკეთეს… კი, მშვიდობა მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. ევროკავშირი არ გვაქვს, მაგრამ მშვიდობა გვაქვს, ტერიტორიული მთლიანობა არ გვაქვს, მაგრამ არაუშავს, ცუდი ცხოვრებაა, ქვეყნიდან ხალხი გარბის, არაუშავს, მშვიდობა გვაქვს. ვითომ ამათი დამსახურებაა. რუსეთი მისი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე თუ გადაწყვეტს რამეს, კობახიძეს და კალაძეს არ შეეკითხება. ვის სჯერა „ქართული ოცნების“ მოპოვებული მშვიდობის?!
მშვიდობა არის ესტონეთში, ევროკავშირის და ნატოს წევრია, მილიონნახევრიან ქვეყანას ვერაფერს უბედავს რუსეთი, მაგრამ 40-მილიონიან უკრაინას გაუბედა, ებრძვის და უმკლავდება უკრაინა. მე მინდა ნატოს წევრი, ევროკავშირის წევრი იყოს საქართველო და ასე მიღწეული მშვიდობა გვქონდეს, ვიდრე პუტინს როდის ეწყინება და როდის დააქოქინებს ტანკს, ამაზე დამოკიდებული ვიყო. კი, გვინდა მშვიდობა, მაგრამ მშვიდობას მოიტანს არა მონობა და ქოცობა, მშვიდობას მოიტანს ევროკავშირის და ნატოს წევრობა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს