
ავტორი
Front News საქართველო
“ქოცების” მდგომარეობა არ არის მარტივი. ჰყავთ ფულით დაქირავებული ოთხი ათასი რობოკოპი, რომელიც, როგორც კი რეალური ფიზიკური წინააღმდეგობა შეხვდება, ყველაფერს დაყრის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქოცებს” ოჯახშიც კი იზოლაცია აქვთ.
“ქოცების” მდგომარეობა არ არის მარტივი. ჩაატარე არჩევნები, რომელსაც ცივილიზებული მსოფლიო არ ცნობს, ქვეყნის შიგნითაც არანაირი ლეგიტიმაცია არ გაქვს. არც ხალხი და არცერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგს. აქციებს გიმართავენ არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ყველგან. სკოლის ბავშვებიც კი „წადის” გეძახიან.
გყავს ფულით დაქირავებული ოთხი ათასი რობოკოპი, რომელიც, როგორც კი რეალური ფიზიკური წინააღმდეგობა შეხვდება, ყველაფერს დაყრის. რატომ? ამათ ბიძინა, ფულიანი და ძლიერი სჭირდებათ. თორემ, შეშინებული და დამფრთხალი მათი დასაცავი ბიძინა რად უნდათ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს