პაატა მანჯგალაძე – იმაზე დიდი რუსული საქმე არ არსებობს, ვიდრე ქვეყანა ისევ რუსული გავლენის სფეროში დატოვო


ავტორი
Front News საქართველო
მიშელის განცხადება ევროპის მხრიდან პოზიტიური გზავნილია, რომ ევროპა გადასულია საქმეზე და მხოლოდ საუბარი არ არის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში ოპოზიცია რომ იყოს, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უკვე ექნებოდა.
“ქართული ოცნების“ დამსახურებაა, რომ საქართველოს სტატუსიც კი არ აქვს. იმაზე დიდი რუსული საქმე არ არსებობს, ვიდრე ქვეყანა ისევ რუსული გავლენის სფეროში დატოვო. „ქართულ ოცნებას“ ამის მცდელობა აქვს, რაც არ გამოუვა, რადგან ამ ქვეყნის პატრონია საქართველოს მოქალაქეების 90 პროცენტი, ვისაც ევროპა უნდა.
თუ საკითხი დადგება – „ქართული ოცნება“ თუ ევროპა, ქართველი ხალხი აირჩევს ევროპასა და სტატუსს, ხელისუფლებას კი პოლიტიკურ სანაგვეზე გაუშვებს, რადგან ქართველი ხალხის რეალიზებას ვერ ახდენს და ქვეყანას სტატუსი აქვს სახვეწარი. ეს რეალობაა და სწორედ ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი. ოპოზიციაზე ან ევროპელ პარტნიორებზე ხელის შეწმენდა და ევროსკეპტიციზმზე საუბარი სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდა. ხელისუფლებაში ოპოზიცია რომ იყოს, კანდიდატის სტატუსი უკვე გვექნებოდა და მოლაპარაკებებს საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებაზე დავიწყებდით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

გიორგი კალანდია – არ არსებობს ამაზე დიდი ეროვნული საქმე, არ მომხდარა ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა

პაატა მანჯგალაძე – შეიძლება მოხდეს გადავადება, რუსულ ძალებს დიდი სიხარული არ უნდა ჰქონდეთ, დეკემბერში თუ არა იანვარში მაინც მივიღებთ

პაატა მანჯგალაძე – ქვეყანა კი არ უნდა დაზიანდეს ამ პროცესში, არამედ ყველა იმ ადამიანმა უნდა მიიღოს ზიანი, ვინც ამ რუსულ საქმეებშია ჩართული