Logo

პაატა მანჯგალაძე – იმედი მაქვს, დემეტრე პირველს არ დააბრალებენ, რომ უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები

პოლიტიკა
27.02.2024 / 17:07
Frontnews image description

იმედი მაქვს, დემეტრე პირველს არ დააბრალებენ, რომ უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები. გელათის ტაძარმა უამრავ მტერს გაუძლო, მაგრამ ვერ გაუძლო “ქოციანობას”, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, “ქართული ოცნება” ყველას ყველაფერს აბრალებს და საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს.

 

“გელათთან მიმართებით ჯერ კიდევ გადახურვის პროცესში პრობლემები ამ ხელისუფლების დროს შეიქმნა. “ქართული ოცნება” ყველას ადანაშაულებს გარდა თავის თავისა. იმედი მაქვს, დემეტრე პირველს არ დააბრალებენ, რომ უხარისხოდ შეასრულა სამუშაოები. 

 

კულტურის სამინისტრომ დაიბანა ხელები პილატესავით და თქვა, რომ ამას საპატრიარქო აკეთებს და ჩვენ ხომ არ ჩავერევითო. გელათის ტაძარმა უამრავ მტერს გაუძლო, მაგრამ ვერ გაუძლო “ქოციანობას”. “ქართული ოცნების” პირობებში არ მაქვს გამოძიების იმედი, მაგრამ აქ უნდა გამოიკვეთოს დამნაშავე”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

 

“სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” პროკურატურას მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია გელათის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

 

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ უკვე ხარვეზიანი რეაბილიტაციის კონსერვაციის სამუშაოები, რომელიც თეა წულუკიანის მინისტრობის დროს, 2021-2022 წლებში განხორციელდა, სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები