
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ, შევქმნათ ცენტრი, რომელიც იქნება ხელისუფლების რეალური ალტერნატივა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ზურაბ ჯაფარიძემ შეწყვიტა ფიქრი, მაგრამ “სტრატეგია აღმაშენებელს“ არ შეუწყვეტია, რომ ამ სამეულის გარდა, კიდევ მოვიზიდოთ ბევრი ადამიანი, ბევრი თანამებრძოლი იყოს ამ პროცესში. ზურა ასე ფიქრობს მთელი რიგი მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ, შევქმნათ ცენტრი, რომელიც იქნება ხელისუფლების რეალური ალტერნატივა.
ძალიან მომწონს ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც დავიწყეთ თემატური თანამშრომლობა, მაგალითად, დავაანონსეთ 24 თებერვლის აქცია, ზეპარტიული აქცია, უკრაინის სოლიდარობის, ევროპული კურსის მხარდაჭერის, ჩვენი გმირი ბიჭების გამხნევების აქცია. აქ ვინც იყვნენ წარმოდგენილნი, ასამდე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია, ასე ვერ დავაკონკრეტებ, შეიძლება, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ამ ადამიანებს და ასეთ კარგ ადამიანებს მოვიაზრებთ პროცესში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს