
ავტორი
Front News საქართველო
როცა ვნახეთ ტრაგედიები, როდესაც პატარა ბავშვებზე ძალადობენ, კლავენ ადამიანებს, ჩადიან ომის დანაშაულებს იმ ხელისუფლებასთან საუბარი მტერთან კოლაბორაციას ნიშნავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტზე კომენტირებისას განუცხადა.
“ადრე ჩემთვის კიდევ გასაგები იყო მათი რიტორიკა, მაგრამ იმის შემდეგ რაც ბუჩას ტრაგედია ვნახეთ, როცა ვნახეთ ტრაგედიები, როდესაც პატარა ბავშვებზე ძალადობენ, კლავენ ადამიანებს, ჩადიან ომის დანაშაულებს იმ ხელისუფლებასთან საუბარი მტერთან კოლაბორაციას ნიშნავს. ირმა ინაშვილი და იქ წარმოდგენილი ადამიანები ესენი „პატრიოტთა ალიანსი“ კი არ არიან, ესენი მოღალატეთა ალიანსი არიან“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
“პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს