Logo

პაატა მანჯგალაძე – ივანიშვილის პარტიამ ღიად თქვა, რომ მათ ეშინიათ სამართლიანი არჩევნების

პოლიტიკა
647
Frontnews image description

ივანიშვილის პარტიამ ღიად თქვა, რომ მათ ეშინიათ სამართლიანი არჩევნების. ცდილობენ, ისევ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა ჰყავდეთ ისეთი, რომელიც მათ ნებისმიერ რამეზე მოუწერს ხელს, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” არ აქვს ხალხის მხარდაჭერა და მათ ვერანაირი ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ უშველით.

 

“ივანიშვილის პარტიამ ღიად თქვა, რომ მათ ეშინიათ სამართლიანი არჩევნების, მესმის, მათ არ უნდათ ძალაუფლების, ხელისუფლების დაკარგვა, მაგრამ ვერანაირი ცენტრალური საარჩევნო კომისია მათ ვერ უშველით, ვერც ერთპარტიული, ვერც ათ პარტიული. ასე ეგონა ედუარდ შევარდნაძესაც და მოუწია სახლში წასვლა. იგივე ხდება დაახლოებით ახლაც. გრძნობენ, რომ მათ არ აქვთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და ცდილობენ, რომ ისევ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა ჰყავდეთ ისეთი, რომელიც მათ ნებისმიერ რამეზე მოუწერს ხელს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

“ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ საარჩევნო კომისიის ახალ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომლის დაძლევასაც მმართველი გუნდი ცდილობს.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები