
ავტორი
Front News საქართველო
კადიროვს რომ მოუნდეს ხვალ შემოსვლა, ისიც შემოვა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“კადიროვს აქვს უფლება შემოვიდეს? მივმართავ “ქართულ ოცნებას”, ირაკლი კობახიძეს, სხვა ლიდერებს. კადიროვს რომ მოუნდეს ხვალ შემოსვლა, ისიც შემოვა. ეს რატომ ხდება, ეს არის ჰიბრიდული ომის კომპონენტი, რომ ქართველებს უთხრან, ჩეჩნების, ე.წ. ახმად სილას წარმომადგენლები თავისუფლად შემოვიდნენ საქართველოში, რუსეთი მეგობარია, კადიროვი მეგობარია, მაგრამ მტერია ევროპა და ევროპელი ლიდერები არიან საქართველოს მტრები”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
საქართველოში რუსული ესკორტის გადაადგილების კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ესკორტი რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრის, ჩეჩენი ბიზნესმენის ასლანბეგ ახმედ-ხანოვისაა. რუსული ესკორტი სტუმრობდა არაერთ ადგილს, მათ შორის იმყოფებოდა თბილისსა და ბათუმში.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს