
ავტორი
Front News საქართველო
კანონი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე არ გავრცელდება, ეს არ არის დეოლიგარქიზაციის კანონი, – ამის შეახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” არაფერი უკრაინული არ მოწონს და მხოლოდ დეოლიგარქიზაციის კანონი მოეწონათ.
“ქართული ოცნება” ფორმალურად აპირებს ამ სათაურის კანონის მიღებას, ისე რომ არ მოსწონს უკრაინული სასამართლო სისტემა, არ მოსწონს უკრაინული ანტიკორუფციული კანონმდებლობა, მაგრამ გაგიჟდნენ კანონმდებლობაზე, რომელიც დაკავშირებულია დეოლიგარქიზაციასთან, თან სამართლებრივი აქსიომის ფორმით გვეუბნებიან, – „ეს კანონი ბიძინა ივანიშვილზე არ გავრცელდება“.
კანონი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე არ გავრცელდება, ეს არ არის დეოლიგარქიზაციის კანონი, ეს არ ის ბიძინა ივანიშვილის გადარჩენის კანონი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
პარლამენტში დაიწყო დეოლიგარქიზაციის კანონის განხილვა.
პროექტი, რომელიც უკრაინული კანონის ანალოგია, არ მოსწონთ ოპოზიციაში.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს