პაატა მანჯგალაძე – ხელისუფლების ინტერესი მესმის, რომ ჭიქაში ქარიშხალი მოაწყოს, მაგრამ ეს არის ერთ პარტიაში მიმდინარე პროცესი


ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოცდილი ხალხია და ერთმანეთისკენ გზას აუცილებლად იპოვიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ხელისუფლების ინტერესი მესმის, რომ ჭიქაში ქარიშხალი მოაწყოს, მაგრამ ეს არის ერთ პარტიაში მიმდინარე პროცესი. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები შიდა დემოკრატიით გადაწყდება.
არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ რაც უნდა ხდებოდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს არ არის საკითხი, რაზეც მე, “სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, შეფასება უნდა გავაკეთო და ვინმეს ჭკუა დავარიგო. „ნაციონალურ მოძრაობაში“ გამოცდილი ხალხია და ერთმანეთისკენ გზას აუცილებლად იპოვიან. პარტიაში ქაოსი კი არაა, ჩვეულებრივი კონკურენციაა – კანდიდატები ერთმანეთის საწინააღმდეგოდ და თავიანთ სასარგებლოდ აკეთებენ განცხადებებს, ეს ბუნებრივი პროცესია. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ჩემი მხრიდან ამაზე კომენტარის გაკეთება უხერხული იქნება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე – ირაკლი კობახიძე არის “კუდიანებზე მონადირე“, რომელიც ცდილობს მოაწყოს ჭიქაში ქარიშხალი და სხვას გადააბრალოს პასუხისმგებლობა

პაატა მანჯგალაძე – ეს არის ჩვენება იმისა, რომ ხელისუფლება არის ძალიან შეშინებული და სუსტი

პაატა მანჯგალაძე – ეს არის დაუდევრობა, ეს არის დანაშაული, ახლა არაა ამაზე საუბრის დრო და ჩვენ ამას ყურადღებას მივაქცევთ