
ავტორი
Front News საქართველო
12 წლის მანძილზე ყველა საკითხი, რასაც დაჰპირდნენ მოსახლეობას, არცერთი არ შეასრულეს, ხოლო კობახიძით ღარიბაშვილის ცვლილებით ეკონომიკა ვერ გაუმჯობესდება, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არც ღარიბაშვილს, არც ივანიშვილსა და კობახიძეს ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვა არ გააჩნიათ.
“12 წლის მანძილზე ყველა საკითხი, რასაც დაჰპირდნენ მოსახლეობას, არცერთი არ შეასრულეს, ხოლო კობახიძით ღარიბაშვილის ცვლილებით ეკონომიკა ვერ გაუმჯობესდება.
“ქართული ოცნება“ ვერ პასუხობს მთავარ საკითხს – რას გააკეთებენ ღარიბაშვილისგან განსხვავებულად. არ აქვს ეს ხედვა, არც ბიძინა ივანიშვილს, არც კობახიძეს, არც ღარიბაშვილს და ახლა უნდათ, რომ ეს რაღაც კობახიძე მოგვყიდონ ეკონომიკური წინსვლის გასაღებისთვის.
ჩვენ ხომ ვიცით, ირაკლი კობახიძეს ისეთი ხედვები არ აქვს. ეს არის მორიგი სატყუარა, მორიგი ტრიუკი ბიძინა ივანიშვილის. ამას ხალხი არ ჭამს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს