
ავტორი
Front News საქართველო
“მაინტერესებს რატომ თრგუნავთ ადამიანებს და რატომ ელაპარაკებით არარსებულ საფრთხეებზე“, – აღნიშნული კითხვით პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრს და ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
“აქეთ არის, ნატო, აქეთ არის ევროპა, რომელიც არის ნამდვილი უსაფრთხოება, მშვიდობა და იქით არის რუსული ჭაობი და რას გვეუბნებიან საპირწონედ? თურმე რუსეთთან ფრენების აღდგენა და უვიზო მიმოსვლა ყოფილა ჩვენი ამოცანა. ანუ რუსულ ჭაობში უვიზოდ რომ გავფრინდებით, ეს ყოფილა საქართველოს ამოცანა. აი, ამას ამბობს „ქართული ოცნება“.
თქვენ გინდათ, რომ არარსებული საფრთხეებით დათრგუნოთ საზოგადოება. თუ ძლიერისათვის კუდის ქიცინი არის სტრატეგია აშშ რუსეთზე ათჯერ ძლიერია, თუ მეზობელზეა საუბარი, „მასკვას“ ჩაძირვის შემდეგ, თურქეთი შავ ზღვაში ყველაზე ძლიერია და რატომ არ გინდათ მათ დაუძახოთ „ბაბაია“? ამ ყველაფერზე პასუხი გააქვთ? რატომ იზრდება დამოკიდებულება რუსეთზე?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს