პაატა მანჯგალაძე – მათთვის მტრები მხოლოდ ისინი არიან, ვინც ჩვენს ერთობასა და თავისუფლებას იცავს


ავტორი
Front News საქართველო
მათთვის, ვინც საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას და სუვერენიტეტს არ აღიარებს, მტერი არ არის. მტრები მხოლოდ ისინი არიან, ვინც ჩვენს ერთობასა და თავისუფლებას იცავს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” გზავნილია ღირსებით პუტინისკენ.
“ქოცპროპაგანდის” გზავნილია – ღირსებით პუტინისკენ. ამერიკა მტერია, ევროკავშირი მტერია, ბალტიის ქვეყნები მტრები არიან, ბრიტანეთი მტერია. 100 წლის შემდეგ, იგივე პროპაგანდაა, იმავე მიზნებით, რომ დაფარონ ღალატი. მაშინაც ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთი მტერია. მაშინაც აცხადებდნენ, რომ ბრიტანელები, ფრანგები და ყველა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ჩვენი მტრები იყვნენ. მაშინაც გვყავდა ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის ოკუპანტს ემსახურებოდა. მათთვის, ვინც საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას და სუვერენიტეტს არ აღიარებს, მტერი არ არის. მტრები მხოლოდ ისინი არიან, ვინც ჩვენს ერთობასა და თავისუფლებას იცავს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე – მთავარი საკითხი ჩვენს კამპანიაში იქნება, რაც შეიძლება მეტი ადამიანის პრობლემებსა და სატკივარზე კონკრეტული გადაწყვეტები

პაატა ზაქარეიშვილი – ოპოზიციური პარტიები არიან ვალდებული, ჩამოაყალიბონ პოზიცია თუ რატომ არ ვარგა ეს ხელისუფლება და რით არიან ისინი მათზე უკეთესები

პაატა მანჯგალაძე – ისინი არიან მტრების ძიებაში, მათ სჭირდებათ მტრის ხატი, მთელი ყურადღება გადააქვთ ვითომ “სკანდალებზე” და “დანაშაულებზე”