Logo

პაატა მანჯგალაძე – მძიმე დღეში არიან, ერთმანეთს უმტკიცებენ “ქართულ ოცნებაში“, 60 პროცენტი გვაქვსო

პოლიტიკა
1272
Frontnews image description

ღარიბაშვილი 2014 წელს ამბობდა, ოპოზიცია გამქრალია რადარებიდან, დავასრულებთო და 2024 წელს იმავეს ამბობს. ჩიპი მაინც შეუცვალეთ ამ კაცს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

“მძიმე დღეში არიან, ერთმანეთს უმტკიცებენ “ქართულ ოცნებაში“, 60 პროცენტი გვაქვსო. არც ერთ კვლევაში, რომელიც მეტ-ნაკლებად ავტორიტეტულია, ასეთი რამ არ ჩანს. მარგველაშვილის არჩევის მერე არ უჩვენებია “ქართულ ოცნებას“ 60 პროცენტი, მარგველაშვილსაც კი არ აუღია 60 პროცენტი. მაშინ, როცა ყველგან ივანიშვილი იყო და სულიერი რწმენის რანგში ჰყავდათ აყვანილი, მაშინ არ მიუღია ამხელა მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“.

 

ახლა ყველამ ვიცით, რაც არის “ქართული ოცნება“, ხალხმა ვერაფერი ხეირი და სარგებელი მისგან ვერ ნახა, რომ შევხვდებით ქუჩაში მთავარი კითხვა არის, როდის მოშორდებიან აქედან.

 

ოპოზიციის გეგმა არის, ხალხის პრობლემებზე მეტად ორიენტირებული კამპანია, მეტი სიახლოვე ადამიანთან, კაბინეტიდან და პარკეტიდან არჩევნებს ვერ მოიგებ, ამას სჭირდება ხალხთან კომუნიკაცია. ჩვენ ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც აგვიწყობენ ფეხს ამ პროცესში,“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები