
ავტორი
Front News საქართველო
არ მჯერა, რომ ყაველაშვილი დაჯდა, საქმეების 10% განიხილა და გადაწყვიტა, რომ ყველაზე კარგი ხალხი გამოუშვას ახლა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამით კრიმინალებთან ვალდებულება გადაიხადა “ქართულმა ოცნებამ”.
“მეც ბუნებით ჰუმანისტი ვარ, მართლა და ყოველთვის მივესალმები სამართლიანად იმ ხალხის გათავისუფლებას, ვისაც რესოციალიზაცია სჭირდება და სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნებას აპირებს, მაგრამ, არ მჯერა, რომ ყაველაშვილი დაჯდა, საქმეების 10% განიხილა და გადაწყვიტა, რომ ყველაზე კარგი ხალხი გამოუშვას ახლა.
მე მგონია, რომ ეს არის წინასაარჩევნო დაპირება, ვალდებულება “ქართული ოცნების”. რა ჰუმანურ აქტზეა საუბარი, ხალხი პლაკატების გაკვრის გამოა დაკავებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მგონია, რომ კრიმინალებთან ვალდებულება გადაიხადა “ქართულმა ოცნება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს