
ავტორი
Front News საქართველო
მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე რომ ვლაპარაკობთ, მოდით, “ქართული ოცნებით”, ღარიბაშვილით დავიწყოთ და აღმოჩნდება, რომ კეთილსინდისიერებასთან არავითარი საერთო არ აქვთ, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მოწყვეტილია რეალობას.
“ადამიანურადაც სამწუხაროა და ქვეყნისთვის კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ეს ყველაფერი. მმართველი პარტიის თავმჯდომარე მოწყვეტილია რეალობას, საერთოდ არ იცნობს ხალხის საჭიროებებს და ლაპარაკობს მილიონერ მამაზე, როცა ხელისუფლებაში მოსვლის დროს პირდაპირ თქვა, რომ ძალიან მძიმე პირობებში უწევდა მუშაობა, სტუდენტობა, არანაირი შემოსავალი ოჯახიდან არ ჰქონია და ახლა ამბობს, რომ მამამისი არის მილიონერი. როდის გახდა მამამისი მილიონერი? მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე რომ ვლაპარაკობთ, მოდით, “ქართული ოცნებით“, ღარიბაშვილით დავიწყოთ და აღმოჩნდება, რომ კეთილსინდისიერებასთან არავითარი საერთო ღარიბაშვილს და “ქართულ ოცნებას” არ აქვს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს