
ავტორი
Front News საქართველო
აქცია იქნება, მაგრამ სადაც ეს ხალხია შეკრებილი, საფრთხეებიდან გამომდინარე, ასეთ აქციაზე მე პირადად არ მივალ, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მტერს აქვს ინტერესი, რომ ქვეყანაში დაპირისპირება მოხდეს.
“გვირეკავენ და გვეუბნებიან, სოფლებში გამგებლები და მისი წარმომადგენლები დარბიან, თითო სოფელს 30 ადამიანი ჰყავს შესაგროვებელი. იუსტიციის სახლთან “მარშუტკების” გამოფენა აუცილებლად იქნება, მაგრამ ხალხში არ არის განწყობა, თუ ეს რუსული კანონი არ მივიღეთ, სახლში ცოცხალი არ მივალთო. მტერს აქვს ინტერესი, სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს. სწორედ ამ საფუძვლით ხელს არ შევუწყობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტს არ გავაგრძელებთ. აქცია იქნება, მაგრამ სადაც ეს ხალხია შეკრებილი, საფრთხეებიდან გამომდინარე, ასეთ აქციაზე მე პირადად არ მივალ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს