
ავტორი
Front News საქართველო
მთავარია ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი ჩვენ ხელშია და საბოლოოდ გადავწყვიტოთ როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება, ევროპულსა და განვითარებულში, თუ მარტო დარჩენილსა და გაღატაკებულში, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართლი ოცნების“ და ივანიშვილის ყველა დაპირება არის პროპაგანდისტული და სიცრუე.
“ქართლი ოცნების“ და ივანიშვილის ყველა დაპირება არის პროპაგანდისტული და სიცრუე, მით უფრო როცა ამ არჩევნებში მათი ოცნება, კიდევ 4 წლით ძარცვონ საქართველო, მარცხდება. შესაბამისად, მათ ქმედებებზე, მათ პროპაგანდაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი ეროვნული თანხმობა და არჩევნებზე ქართველი პატრიოტების მობილიზება კიდევ უფრო მეტი ენერგიით.
მთავარია ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი ჩვენ ხელშია და საბოლოოდ გადავწყვიტოთ როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება, ევროპულსა და განვითარებულში, სადაც ქართველი ემიგრანტები უბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს თუ მარტო დარჩენილსა და გაღატაკებულში, საიდანაც კიდევ უფრო მეტი ქართველი იძულებული ხდება გაიქცეს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს