
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი გეგმაა პროტესტი. მზად ვარ, ყველა აქციაზე გავიდე. ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ზუსტი ვადები ჯერჯერობით მისთვის უცნობია.
“პირადად ჩემი გეგმაა პროტესტი, არშეგუება მოპარულ არჩევნებს, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს ძალაუფლებას. ესაა გეგმა.
ვადებს და თარიღს რაც შეეხება, არ ვიცი, ვინც როდის გადაწყვეტს. მზად ვარ, ყველა აქციაზე გავიდე. ნამეტანს ნუ მოვთხოვთ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ვისაც უნდა პროტესტი, თვითორგანიზებით შეგვიძლია უფრო მეტი გავაკეთოთ. პროტესტი იქნება მშვიდობიანი, არაძალადობრივი ყველა შემთხვევაში იმიტომ, რომ ჩვენს უკან საქართველო დგას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
4 ნოემბერს, 19:00 საათზე ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები რუსთაველზე აქციას აანონსებენ. პროტესტის მთავარი თემა არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნაა.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს