
ავტორი
Front News საქართველო
“ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის რეკომენდაციები და ევროპაში შესვლა არ აინტერესებს, მათი მიზანია, პროცესი ჩიხში შეიყვანოს და ხელი სხვისკენ გაიშვიროს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ქართული ოცნება“ ვითომ ახალ, უკეთეს პროცესს, ფოჩიან კანფეტს გვთავაზობს, რომელიც ოპოზიციამ თქმისთანავე უნდა გადაყლაპოს. ახალი ცვლილებები სჭირდებათ იმისთვის, რომ ფსევდო დემოკრატიული პროცესი შექმნან და მათ მიერ კონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციები დაასახელებენ, ვითომ, დამოუკიდებელ კანდიდატს, ვითომ ოპოზიციური პარტია კი ამ კანდიდატს დაასახელებს, “ქართული ოცნება“ კი, ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს აარჩევს.
საყოველთაო კონსენსუსია, რომ სახალხო დამცველის არჩევის მოქმედი წესი იყოს შენარჩუნებული. ოპოზიციის კანდიდატის არჩევას არ ვითხოვთ, ვითხოვთ დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევას. “ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის რეკომენდაციები და ევროპაში შესვლა არ აინტერესებს, მათი მიზანია, პროცესი ჩიხში შეიყვანოს და ხელი სხვისკენ გაიშვიროს. იმისათვის, რომ პროცესის ჩაშლა სხვას გადააბრალოს, მიზეზებს იგონებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს