პაატა მანჯგალაძე – პარტიულ ჩარჩოებში კი არ უნდა ჩავიკეტოთ, პარტიული ჩარჩო უნდა მოვხსნათ და თავისუფალი პლატფორმა იყოს


ავტორი
Front News საქართველო
ვაპირებთ, შეიქმნას ახალი, თავისუფალი პლატფორმა. პარტიულ ჩარჩოებში კი არ უნდა ჩავიკეტოთ, ეს უნდა მოვხსნათ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“საკითხი ისე არ დგას, პარტიული იდენტობა შევინარჩუნოთ თუ არა, რომელი პარტიით გამოვიდეთ, რომელი ნომრით. საკითხი დგას, რომ საქართველოს, რომელსაც ისტორიული შანსი აქვს, ამ შანსის დაკარგვა არ მოხდეს. ამისთვის ვაპირებთ, რომ რაღაცნაირად ახალი პლატფორმა შეიქმნას. ეს ვისაც არ მოსწონს და მისთვის მნიშვნელოვანი ნომერი, სახელია, თავის ნომერს, სახელს მიხედონ და სხვას თავი დაანებონ. ბევრი ყელმოღერებული ადამიანი მინახავს, მთას გადავდგამო და ვნახოთ, აგერ, შემოდგომაზე ვინ რას გადადგამს. საქართველოს გადარჩენის ამოცანა დგას და ვიღაცები ყელმოღერებული, ჭკვიანი სახეებით ლაპარაკობენ, იდენტობა არ დავკარგოთო. ქვეყანას ვკარგავთ და თურმე პარტიული იდენტობა ყოფილა მთავარი.
გიორგი ვაშაძე და “ნაცმოძრაობის“ ახალი ხელმძღვანელობა ფიქრობენ, რომ რაღაც საკითხებზე იყოს კოორდინაცია, მათ შორის ევროპაზე, ძალადობის წინააღმდეგ, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. სიმართლე ვთქვათ, პარტიებში დიდი არჩევანიც არ არის. ამიტომ პარტიულ ჩარჩოებში კი არ უნდა ჩავიკეტოთ, პარტიული ჩარჩო უნდა მოვხსნათ და თავისუფალი პლატფორმა იყოს, სადაც ყველა ახალი თაობის ლიდერს თავის დამკვიდრების შესაძლებლობა ექნება. გადარჩენის ამოცანის დროს პარტიული კლიშეები არ გვეხმარება და შემდეგ, როცა დემოკრატია იქნება, ვიდავოთ გემოვნებაზე. დემოკრატიამდე გადარჩენა გვჭირდება, რათა კონკურენტული გარემოება მოვიპოვოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე – ქვეყანა კი არ უნდა დაზიანდეს ამ პროცესში, არამედ ყველა იმ ადამიანმა უნდა მიიღოს ზიანი, ვინც ამ რუსულ საქმეებშია ჩართული

პაატა ბურჭულაძე – არჩევნები ვადამდელი კი არ უნდა იყოს, არჩევნები უნდა ყოფილიყო უკვე გუშინ, დაგვიანებულიც არის

პაატა მანჯგალაძე – ვისაც ეზეიმება, იზეიმოს და ვისაც არ ეზეიმება, იყოს სახლში, რა პრობლემაა?