Logo

პაატა მანჯგალაძე – პენიტენციური სამსახური ბრეგაძის დაქვემდებარებაში რომ არის, რა უნდა თქვას, მოვწამლეთო?

პოლიტიკა
1336
Frontnews image description

რა პენიტენციური, რა დამოუკიდებლობის ხარისხი აქვთ ამ ადამიანებს. პენიტენციური სამსახური ბრეგაძის დაქვემდებარებაში რომ არის, რა უნდა თქვას, მოვწამლეთ და მოვკალითო?, – ასე გამოეხმაურა “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, რომ ცენტრ “ემპათიის“ მიერ მიწოდებული დოკუმენტაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არ არის.

 

“ემპათიის“, ამერიკელი ექსპერტის დასკვნა ვნახე და გავეცანი. ამ ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია, რომ მომწამვლელი ნივთიერება სიცოცხლისთვის საშიში რაოდენობით ნამდვილად არის აღმოჩენილი. ამაზე საუბრობს ამერიკელი ექსპერტი და პირდაპირ ამბობს, რომ აღმოჩენილია მძიმე მეტალები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოიწვევს სიცოცხლის დაზიანებას. მისი ვარაუდით, ეს არ არის მკურნალობის პროცესში წამლების შედეგად მიღებული ნივთიერებები. 

 

არანაირი პენიტენციური სამსახური არ გვყავს. იმ პიროვნებას რომ შეხედავთ, მოუსმენთ, გეგონებათ ბოლშევიკი აღდგა. მგონია, 21-ე საუკუნეში განიცადეს რეირკარნაცია და რატი ბრეგაძის სახით არიან მოსული“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები