
ავტორი
Front News საქართველო
სწორედ იმ რისკებიდან გამომდინარე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ჩვენი პარტნიორები იყვნენ ჩამოსული, ადგილზე შეისწავლეს ვითარება, მართალია, დღეს არ საუბრობენ ამაზე, მაგრამ ფაქტია, რომ ელექტრონულ მოწყობილობასთან და ორმაგი დანიშნულების ტვირთებთან დაკავშირებით რისკები კვლავ არსებობს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ჩვენ ამ საფრთხეებზე ვსაუბრობდით და უხერხულობა არ მაქვს. უხერხულობა უნდა ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“. დღეს ამბობენ, რომ არ ვართ სანქციებზე მიერთებული და მეორე დღეს გამოვლენ და იტყვიან, რომ არანაირ ტვირთს რუსეთის მიმართულებით არ ვატარებთო. თუ სანქციებზე არ ხარ მიერთებული, როგორ არ ატარებ ტვირთებს. ძალიან მარტივი საკითხია „ქართული ოცნების“ ორსახოვნება, დღეს ასე ამბობს და ხვალ ისე, რომ ხალხი დააბნიოს და ვერ გაიგოს, სინამდვილეში რა ხდება.
საქართველოს სანქციებს ჩვენ არ ვითხოვთ და არც გვინდა, რომ საქართველო იყოს გამოყენებული ამისთვის. ჩვენ ვითხოვთ, რომ თუ არსებობს ასეთი რისკები და მართლა ხდება ამ ტვირთების გატანა საქართველოდან, დასანქცირდნენ ის ჩინოსნები, ვინც ამაში რუსეთს ეხმარება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს