
ავტორი
Front News საქართველო
ფორმულა მუშაობს, რაც უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, უფრო ახლოს ვართ ნატოსთან. მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს არ ასრულებს, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იენს სტოლტენბერგის ჩამოსვლა დიდი მხარდაჭერის გზავნილია.
“საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ჩამოსვლა სერიოზული მხარდაჭერის გზავნილია, რადგან ქვეყანაში წლების განმავლობაში არ ჩამოსულა. იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა და აქცენტი გააკეთა იმ საკითხებზე, რომლებიც პრობლემატურია. ეს არის დიპლომატიური ენა, მან ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე, მართლმსაჯულების რეფორმის აუცილებლობაზე, ასევე სხვა ცვლილებებზე. მთავარი დაბრკოლება ისაა, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერს არ ასრულებს. ფორმულა მუშაობს, რაც უფრო ახლოს ვართ ევროკავშირთან, უფრო ახლოს ვართ ნატოსთან.
ნატო მხოლოდ სამხედრო ალიანსი არ არის, ის ასევე არის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს