პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნება” არის უპასუხისმგებლო, მხდალი და მშიშარა ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ხალხის


ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” შარლ მიშელის შეთანხმებიდან “გაიპარა”, რადგან მხდალია და საკუთარი მოქალაქეების გადაწყვეტილების ეშინია.
“ჩვენ ნიშნის მოგებით არ გვინდა საუბარი, ვაფრთხილებდით “ნაციონალურ მოძრაობას”, სხვა პარტიებს, ვინც ხელს აწერდა, რომ ამით დამატებით საბაბს ვაძლევდით “ქართულ ოცნებას”, მაგრამ პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ “ოცნება” რომ გაიპარა ამ შეთანხმებიდან და ცდილობს თავი აარიდოს ნაკისრ ვალდებულებებს, ეს ნამდვილად არ არის ხელი ვინც არ მოაწერა, იმ პარტიების მიზეზი. ეს არის გამოწვეული იმით, რომ “ქართული ოცნება” არის უპასუხისმგებლო, მხდალი და მშიშარა ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ხალხის და ხალხის გადაწყვეტილების. ამიტომ გარბის ამ შეთანხმებიდან”, – აცხადებს მანჯგალაძე.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა