პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნება” მისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ და არ გამოაცხადებს რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” მისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ და არ გამოაცხადებს რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთთან საზღვარი უნდა ჩაიკეტოს და გამონაკლისი მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის დაიშვას.
“რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო და ის რასაც აკეთებს, არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და ამისთვის მან პასუხი უნდა აგოს. ასევე მოვუწოდებდით ხელისუფლებას, დროზე ჰქონოდა რეაქცია ამ საკითხზე, სამწუხაროდ, დაიგვიანა რეაქციამ. “ქართული ოცნება” ვერ და არ გამოაცხადებს, მისი ბუნებიდან გამომდინარე, რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ, რადგან მას ჰგონია, რომ რუსეთთან თანამშრომლობით უფრო მეტს მიიღებს საქართველო, ვიდრე დასავლეთთან.
ჩავკეტოთ საერთოდ საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის და დავუშვათ გამონაკლისი, კონვენციით გათვალისწინებული ჰუმანიტარული შემთხვევებზე, როდესაც მორბის პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანი და ქართული წარმომავლობის ადამიანებისთვის, ვისაც ახლო ნათესავები ყავს საქართველოში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე – ვერანაირი დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება, ვიდრე “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში არიან

პაატა მანჯგალაძე – მოლოდინი არ მაქვს, რომ “ქართული ოცნება“ შეიცვლის ზნეს და დეოლიგარქიზაციის პროცესს, საარჩევნო ან სასამართლო რეფორმას დაიწყებს

პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნება“ ეძებს მიზეზს და საბაბს, ვის დაბრალდეს კანდიდატის სტატუსის ვერმიღება