
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” საგამოძიებო კომისიას არ ქმნის მარტივი მიზეზის გამო, მას ეშინია, რომ გამომჟღავნდება ქმედებების შესახებ, რასაც კლანი სჩადის “ქართული ოცნების“ პოლიტიკური დავალებების საფუძველზე“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ.
მისივე განცხადებით, საგამოძიებო კომისია არის კონსტიტუციით უმცირესობისთვის გარანტირებული უფლება.
“ქართული ოცნება“ ოპოზიციის ამ უფლებას ზღუდავს, შესაბამისად, ეს ქმედება არის არაკონსტიტუციური. ეს ქმედება არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და სამართლის ლოგიკის საწინააღმდეგო“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
ის ასევე გამოეხმაურა 30 აპრილს გამართულ აქციას და განაცხადა, რომ აქციაზე პრორუსული განცხადებები ისმოდა.
“აქციაზე ამბობდნენ, “მადლობა ღმერთს, რომ არის მშვიდობა“. დიახ, მადლობა ღმერთს, რომ არის მშვიდობა, მადლობა უკრაინას, რომ ის კბილები ჩაუმსხვრია კიევთან რუსეთს, რომლითაც თბილისის და საქართველოს დაგლეჯას აპირებდა“ , – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს