
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება” დასავლელი პარტნიორებისგან საქართველოს დისტანცირებას ცდილობს იმისთვის, რომ რუსული ინტერესები იყოს საქართველოში მთავარი პოლიტიკური დღის წესრიგი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“მათთვის მთავარია, ძალაუფლება შეინარჩუნონ თუნდაც იმის ფასად, რომ საქართველო გადაიქცეს რუსეთის გუბერნიად. მათთვის მთავარი არ არის საქართველო, ამ ქვეყნის თავისუფლება, ქართველი ხალხის ინტერესები, მათთვის მთავარია, ძალაუფლების შენარჩუნება, ამიტომ, მზად არიან და აწერენ კიდეც ხელს ყველაფერზე და ამის გამო ჩადიან ღალატს.
რა უნდა გავაკეთოთ, არჩევნებამდე “ქართულ ოცნებას” დანაშაულის და ღალატის სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ, ეს არის გასაკეთებელი პირველ რიგში”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს