
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება“ ცდილობს, პრეზიდენტი ამყოფოს შინა პატიმრობაში, რადგან მისი სასაუბრო მესიჯბოქსი და შეხედულებები აცდა მათ მესიჯბოქსს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
“ეს ყველა შემთხვევაში არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა სამართლებრივი. „ქართული ოცნება“ ცდილობს პრეზიდენტი ამყოფოს შინა პატიმრობაში, რადგან მისი სასაუბრო მესიჯბოქსი და შეხედულებები აცდა „ქართული ოცნების“ მესიჯბოქსს. ერთგვარ საბოტაჟს უცხადებენ პრეზიდენტს, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის მტრული ნაბიჯები, ახლა საკითხავია, ამას აკეთებენ შეგნებულად თუ უბრალოდ, პრიმიტიული პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს