
ავტორი
Front News საქართველო
ძველი ფორმულაა – პური და სანახაობა. პურს ვერ აძლევენ ამ ხალხს და რა ქნან, ცრუ დღის წესრიგიც არ შექმნან? მოქალაქე მაცივარს რომ გამოაღებს, ვერ ხედავს ეკონომიკა გაძლიერდა თუ არა?- ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, 800 000-მა მოქალაქემ რომ დატოვა ქვეყანა, ეს შინაგან საქმეთა მინისტრმაც კი აღიარა.
“ქართულ ოცნებას” არ ესმის, რომ არის საკითხები, რომელსაც შეთანხმება და კონსენსუსი სჭირდება. “ოცნება” ცრუ დღის წესრიგის შექმნით არის დაკავებული. მართლა დაიცალა ქვეყანა, შინაგან საქმეთა მინისტრმაც ვერ უარყო გუშინ, რომ ამდენი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან. მარტივ კითხვას ვსვამ – ესენი ხომ კარგი ცხოვრების გამო არ წავიდნენ ქვეყნიდან? მოქალაქე მაცივარს რომ გამოაღებს, ვერ ხედავს ეკონომიკა გაძლიერდა თუ არა? როგორ უნდა დააჯერო, რომ ის კარგად ცხოვრობს. აქ მარტივი რამეა, ძველი ფორმულაა – პური და სანახაობა. პურს ვერ აძლევენ ამ ხალხს და რა ქნან, ცრუ დღის წესრიგიც არ შექმნან?”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს