პაატა მანჯგალაძე -“ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს ოპოზიციაში ყოფნისთვის


ავტორი
Front News საქართველო
“თუ ამბობთ, რომ ხალხის ინტერესებს გამოხატავთ, ევროპული გზა იყო და არის ზუსტად 19 აპრილის შეთანხმება და თუ ასე გავაგრძელებთ, ამას ხალხი არ გაპატიებთ, უნდა მოემზადოთ წასასვლელად და ოპოზიციაში ყოფნისთვის“,- ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, ოპოზიციაში ყოფნას მაღალი პოლიტიკური კულტურა სჭირდება.
“ის კულტურა, რომ ერთ ადამიანს უნდა ასიამოვნოთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება, ეს არ წაადგება საქართველოს და სწორედ ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, რაზეც საუბრობს პრემიერ-მინისტრი“,- აღნიშნა დეპუტატმა.
პაატა მანჯგალაძემ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე ისაუბრა.
“რას გაუკეთეთ ანულირება – ევროპულ გზას, უფრო სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნას, იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა იყოს – მაინტერესებს, რის ანულირება მოახდინეთ?“,- მიმართა უმრავლესობის წევრებს დეპუტატმა.
მისივე თქმით, საზოგადოებაში სრული ნიჰილიზმია და „ქართული ოცნება“ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს