პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნების” ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია


ავტორი
Front News საქართველო
მათ ეშინიათ ჩვენი ერთობის, მათ ეშინიათ ცვლილების, მათ ეშინიათ თავისუფალი მოქალაქეების ამიტომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილის რეჟიმმა გამარჯვება 26 ოქტომბერს დარჩება ხალხს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია.
“ქართული ოცნება” როგორც მათ ახასიათებთ, იაფფასიანი ტრიუკების ჩატარებაზე გადავიდა. მე მესმის მათი, რომ როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ლამის ორ მესამედზე მეტი შენი წინააღმდეგია და შენ მიერვე ორგანიზებულ აქციებზე სიტყვით ვერ გამოდიხარ, რა მხარდაჭერაზეა საუბარი, ეს არის ჩვეულებრივი ზღაპარი და ლეგენდა.
“ქართული ოცნების” ლიდერებს ალაპარაკებთ შიში და იმის გააზრება, რომ მათი დრო დასრულებულია და ყველანაირი საშუალებით ცდილობენ სასურველის რეალობად გასაღებას. მათ ეშინიათ ჩვენი ერთობის, მათ ეშინიათ ცვლილების, მათ ეშინიათ თავისუფალი მოქალაქეების ამიტომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილის რეჟიმმა გამარჯვება 26 ოქტომბერს დარჩება ხალხს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე – ძალიან აჭრილი და არეულია “ქართული ოცნების“ მესიჯბოქსი და არ იციან, ამ ყველაფერზე რა თქვან

პაატა მანჯგალაძე – ამ დასკვნაში გაბათილებულია ყველა არგუმენტი “ქართული ოცნების”, რომ თითქოს მათი მიზანი იყო გამჭვირვალობა

პაატა მანჯგალაძე – პრიმიტიული პროპაგანდაა, რომ თითქოს პრეზიდენტად ტრამპი თუ მოვა, სანქციებს მოუხსნიან “ოცნების” ლიდერებს