
ავტორი
Front News საქართველო
არ ველოდები მთავრობის გადადგომას, რადგან ისინი არ წარმოადგენენ საკუთარ თავს, წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით შექმნილ ვითარებაზე დასვამენ კითხვებს.
“პირველი საკითხი, რასაც პრემიერ ვკითხავთ, არის რა თქმა უნდა, თუ რატომ ვერ შეძლო ქვეყანამ იმ მიზნების მიღწევა, რაც შეძლო უკრაინამ და მოლდოვამ. „ქართულმა ოცნებამ“ არათუ არაფერი გააკეთა ევროინტეგრაციისთვის, არამედ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ხელი შეუშალეს ამ გზაზე საქართველოს. ამხელა მარცხის შემდეგ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლიანი მთავრობა გადადგებოდა. არ ველოდებით მთავრობის გადადგომას ღარიბაშვილის შემთხვევაში, რადგან ისინი არ წარმოადგენენ საკუთარ თავს, წარმოადგენენ ბიძინა ივანიშვილს, შესაბამისად, როგორიც იქნება ბიძინა ივანიშვილის ნება, ისეთი იქნება მთავრობის გადაწყვეტილებაც“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს