
ავტორი
Front News საქართველო
მესამე პრეზიდენტს ესაჭიროება, როგორც ექიმები ამბობენ, სრული რეაბილიტაცია და ამ რეაბილიტაციის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მას. ეს არის ქვეყნის ღირსების საკითხი და ასევე ღირსების საკითხი უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ვფიქრობ, დამშვიდდა, დაწყნარდა ყველაფერი. “ქართულმა ოცნებამ“ თუ მოიწყინა და თუ მოეწონა აქციები, მაშინ კი ბატონო, გადაიყვანონ გლდანში, მაგრამ თუ უნდათ სიმშვიდე, ქვეყნის სტაბილური განვითარება, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა.
ვფიქრობ, რომ მესამე პრეზიდენტს ესაჭიროება, როგორც ექიმები ამბობენ, სრული რეაბილიტაცია და ამ რეაბილიტაციის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს მას. ეს არის ქვეყნის ღირსების საკითხი და ასევე ღირსების საკითხი უნდა იყოს „ქართული ოცნებისთვის“, ისე არ უნდა მოიქცნენ, როგორც არ ისურვებდნენ, რომ მათ მოქცეოდნენ. მგონი, მარტივი სტანდარტია ცხოვრების და ამას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს