Logo

პაატა მანჯგალაძე – ყველა პროდასავლურ ლიდერს ველოდებით, მაგრამ ხვეწნა-მუდარას ვერავის დავუწყებთ

პოლიტიკა
480
Frontnews image description

ვინც პოზიციას დააფიქსირებს, რომ რუსული რეჟიმისგან გათავისუფლებისთვის მზად არის, კარგი ყველასთვის ღიაა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

“სტრატეგია აღმაშენებელი“ კი არ გაერთიანდა “ნაციონალურ მოძრაობაში“, არამედ საერთო ძალისხმევაზე შევთანხმდით, რომ რუსული რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ.

 

ყველა პროდასავლურ ლიდერს ველოდებით, მაგრამ ხვეწნა-მუდარას ვერავის დავუწყებთ. არავისზე დევნას არ ვაპირებთ, კოალიცია და ალიანსი ხალხთან გვჭირდება და სწორედ ამ კამპანიას ვიწყებთ. კონსულტაციები თუნდაც მარგველაშვილთან რა ეტაპზეა, არ ვიცი. ვინც პოზიციას დააფიქსირებს, რომ რუსული რეჟიმისგან გათავისუფლებისთვის მზად არის, კარგი ყველასთვის ღიაა.

 

ზოგი ფიქრობს, რომ ახლა საღლაბუცოდ არის საქმე, ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ იმას, რომ რუსული რეჟიმი საქართველოს განადგურებით ემუქრება. ვინც ფიქრობს, რომ ღლაბუცით უფრო მეტს მიიღებს, გააგრძელოს. კონკრეტიკას ყოველთვის ვერიდები, რადგან ოპოზიციის შიგნით დაპირისპირების გადატანა არ გვინდა. გუშინ ჭიჭინაძე და კიდევ ვიღაცები ლაპარაკობდნენ, მათ ვერ გავეკიდები – ყველა ძაღლს ქვას ვერ ვესვრი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები