პაატა მანჯგალაძე – ყველამ ერთად უნდა უთხრას არა იმ ხელისუფლებას, რომელიც ეღობება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლების, “ქართული ოცნების” ცვლილების გარეშე კანონის უკან წაღება ვერ მოხერხდება, ამიტომ, ახლა ჯერი ჩვენზეა, საქართველოს მოქალაქეებზე, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ ერთად უნდა უთხრას არა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას.
“ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ხელისუფლების, “ქართული ოცნების” ცვლილების გარეშე კანონის უკან წაღება ვერ მოხერხდება, ამიტომ, ახლა ჯერი ჩვენზეა, საქართველოს მოქალაქეებზე – გვინდა ევროპისკენ, ამერიკისა და განვითარებისკენ ჩახერგილი გზა და ხელისუფლება, რომელიც ამ გზას გვიხერგავს, თუ გვინდა ცვლილებები?!
ყველამ ერთად უნდა უთხრას არა იმ ხელისუფლებას, რომელიც ეღობება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და იმ მოქალაქეებს იმ სიკეთის მიღებაში, რასაც ევროკავშირი ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე – ქვეყანა კი არ უნდა დაზიანდეს ამ პროცესში, არამედ ყველა იმ ადამიანმა უნდა მიიღოს ზიანი, ვინც ამ რუსულ საქმეებშია ჩართული

ნიკოლოზ სამხარაძე – საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმ დეპუტატების თუ პოლიტიკოსების სახელები და გვარები, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

პაატა გაფრინდაშვილი – თუ ევროკავშირი იღებს გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად უნდა მოგვანიჭოს სტატუსი