
ავტორი
Front News საქართველო
სინამდვილეში, “ქოლცენტრებთან” “ქართული ოცნება” არის დაკავშირებული, გიორგი ვაშაძის ხსენება სისულელეა, ეს არის პროპაგანდა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“როცა „ქოლცენტრებზე“ საუბრობდნენ, მეგონა, რომ ეს რაღაცაზე იყო დაფუძნებული. რა „ქოლცენტრზეა“ ლაპარაკი? არანაირ შეხებაში არ არის. ეს პროპაგანდისთვის უნდათ, რომ ყველა ადამიანი დაკავშირებულია “ქოლცენტრთან“. სინამდვილეში, „ქოლცენტრებთან“ „ქართული ოცნება“ არის დაკავშირებული და კომისიის შექმნას ხელს უშლის. გიორგი ვაშაძის ხსენება სისულელეა, ეს არის პროპაგანდა.
კომენტარის გაკეთებაც არ მინდა, რადგან ბოდვაა და ვინც ამ პროპაგანდას ეწევა, რცხვენოდეს. საერთოდ არანაირი ოფისი არ არის, საწყობია ძველთაძველი, სადაც ხუთი წელია, პარტიის კომპიუტერებია შენახული. შეხებაც არ გვაქვს, საერთოდ არ გვეკუთვნის”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში სპეცოპერაცია ჩატარდა. “პრაიმტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე არსებული ე.წ. ქოლცენტრი გიორგი ვაშაძეს და უკრაინელ პოლიტიკოსს დავით არახამიას ეკუთვნით.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს